ეს დღეც მრავლის მომცველი იყო.
დღეს მოვისმინეთ კოლეგების მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაციები და ჩეკლისტები პრეზენტაციისათვის.
ჩვენს მიერ შექმნილი მასალები შევიტანეთ დრაივში და განვათავსეთ ფაილების მიხედვით,
ყველაზ ე საინტერესო იყო ის თუ როგორ დავაკავშიროთ ჩვენი დრაივის მასალები ბლოგთან. ერთი შეხედვით რთულადაც კი წარმოვიდგინე რადგან საკმაოდ ბევრი იყო გადასვლები .
მე- 7 მოდულში განვიხილეთ მასწავლებლის ფუნქცია ფასილიტატორის როლში. ის |თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, საიტების მისამართების, სახელმძღვანელოების და სხვადსხვა მასალების მოძიებაში. დაფიქსირებაში. შეიძლება გამოვიყენოთ ვიდეომასალებიც რაიმის ტექნოლოგიური მხარის ახსნის მიზნით. აქაც შეიძლება შეიქმნას ჩეკლისტი ანუ ინსტრუქტაჟჲ.
1 დავალება- ფასილიტატორი, პროექტში ტექნოლოგიების გამოყენება
2 - ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.
გმადლობთ საინტერესო დღისთვის.
No comments:
Post a Comment