Monday, June 29, 2015

დღე მეოთხე

მეცადინეობა დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით.
გავაგრძელეთ ბუკლეტზე მუშაობა. ვისწავლეთ ინტერნეტში პრეზენტაციისთვის საჭირო სურათების მოძიება, გადმოტანა ეკრანზე და ბუკლეტში ჩასმა სათანადო ადგილზე.
გავეცანით პროექტის პრეზენტაციისთვის საჭირო სლაიდების რაოდენობას და სლაიდების სახეებს.
გავეცანით პრეზენტაციის მენიუებს: design,transition, animations, slide show
 მადლობა გიორგი მასწავლებელს!

Sunday, June 28, 2015

დღე მესამე

ვიმუშავეთ  ბლოგში გვერდების შექმნაზე. შევქმენით გვერდი  მთავარი, გვერდი ჩემს შესახებ, გვერდი ფოტოალბომი.
   დავიწყეთ მუშაობა ბუკლეტის გამოშვებაზე. რაც უნდა დავამთავროთ სახლში.
შევისწავლეთ დოკუმენტის შექმნა და გადაგზავნა.
მივირეთ დავალება: ბუკლეტის შექმნა, პროექტის შაბლონის შევსება საკვანძო კითხვების დასმამდე.
  მადლობა ჩვენ მასწავლებელს -გიორგი არავიაშვილს. 

Wednesday, June 24, 2015

დღე მეორე

ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების მიზანი და შინაარსი.
შევქმენი ჩემი ბლოგი- qetoomiadze.blogspot.com   გამოვაქვეყნეთ სტატია დღე პირველი და დღე მეორე. განვიხილეთ სტატიების დათვალიერება, სახელი შეუცვალეთ ბლოგს. დავარქვი "დედამიწის დღე".
 დავალება მეორე - სტატიების შექმნა ბროშურისთვის. გამოცემის ჩეკლისტის მომზადება.(მოდული 1. დამატებითი რესურსები. )

დღე პირველი

გავეცანით მასწავლებლები ერთმანეთს. გავიცანით ისტის მასწავლებელი გიორგი არავიაშვილი. გავეცანით ისტის სახელმძღვანელოს მისამართით- tpdc.ge/essentials/
გავეცანით სხვა სკოლების მასწავლებელთა პროექტებს. შევქმენით პორტფოლიო საქაღალდეებით. მივიღეთ პირველი დავალება.